რუსეთის  ინსტრუმენტალური  ტრანსკომუნიკაციის  ასოციაცია  (რიტა).

არტიომ  მიხეევი,  ვადიმ  სვიტნევი.

კომპიუტერული  ხმების  ფენომენი:   ელექტრონული  ხმების ფენომენის  ეხფ  ჩაწერის  მულტიტრეკული  მეთოდი.

 

მონაცემები ავტორების შესახებ: არტიომ მიხეევი, ფიზმათ. მეცნიერების კანდიდატი, ასოციაცია „რიტა“- პრეზიდენტი, rait@airclima.ru. ვადიმ სვიტნევი, ტექ. მეცნიერების კანდიდატი, ჰიდროაკუსტიკოსი, „რიტა“– წევრი, აწ გადამდგარი მეორე რანგის კაპიტანი: transnam@gmail.com

შესავალიელექტრონული ხმების ფენომენი (ეხფ), აღმოჩენილი XX საუკუნეში ფრიდრიხ იურგენსონის მიერ, შეისწავლება სულ ცოტა 50 წელი. დღეისთვის არსებული ეხფ ჩაწერის მეთოდები შეიძლება დაიყოს 3 კლასად: მიკროფონული მეთოდი (იურგენსონი), რადიომეთოდი (იურგენსონი, რაუდივი, ფრანც ზაიდლი, მარსელო ბეკი, ანაბელა კარდოზო და სხ.), და ჩაწერა სხვა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით (ჯორჯ მიქი, ჰანს ოტო კენიგი, მეგი და ჟიულ  ხარშ–ფიშბახი და სხ.). სამწუხაროდ,  მიკროფონული და რადიომეთოდების შესაძლებლობები ხშირად საკმაოდ შეზღუდულია, სპეციალური მოწყობილობები კი არ არის ხელმისაწვდომი ფართო მომხმარებლისთვის, თან ძალზედ დამოკიდებულია  ადამიანურ ფაქტორზე (ოპერატორზე). ჩვენი აზრით, დღეისთვის მკვლევარის მიზანს უნდა წარმოადგენდეს კომპრომისის მოპოება მეთოდის ეფექტურობასა და მის ხელმისაწვდომობის შორის. მოცემულ  სტატიაში გვინდა შემოქთავაზოთ ჩვენს მიერ 2008 წელს აღმოჩენილი ერთ–ერთი  ასეთი  მეთოდი. ეხფ-  ჩასაწერად დაგვჭირდება:

1.      კომპიუტერი ან ნოუთბუქი Windows XP ოპერაციული სისტემით.

2.      კომპიუტერის ხმის აუდიო კარტა ซMono Mixป ან ซWhat I Hearป ფუნქციით.

3.      პროგრამა Cool Edit Pro,  ან  მისი თანამედროვე ვერსია - Adobe Audition.

4.      მიკროფონი, საჭიროების  შემთხვევაში გამაძლიერებლის მეშვეობით შეერთებული კომპიუტერის აუდიო კარტაში.

წინასწარი მომზადება.  უპირველეს ყოვლისა დაგვჭირდება უცხოური სიტყვების ნაკრების მარაგის – „კონსერვების“ – შექმნა. ამისათვის შეიძლება გამოდგეს უცხოური 4–5 რადიოსადგურის ჩანაწერი, გულდასმით შემოწმებული მშობლიური ენის შესაძლო დამთხვევების არსებობაზე. თუ ასეთი ფრაგმენტები ნაპოვნია, ისინი აუცილებლად უნდა ამოიჭრას ხმის რედაქტორის მეშვეობით. მოცემული „კონსერვები“ შეიძლება შეინახოს mp3 ფაილის სახით თქვენს კომპიუტერზე, ადვილად მისადგომ ადგილას. შემდეგ გახსენით მართვის პანელი, მონახეთ მენიუ „ხმები და აუდიომოწყობილობა“ და ჩართეთ აუდიოკარტის შიდა მიქშერის ოფცია ซMono(stereo) Mixป ან მისი ანალოგი –ซWhat I Hearป. შიდა მიქშერის ხმის დონე დააყენეთ მინიმუმზე, ხმის მარეგულირებელი და მიკროფონის შემომავალი ხმა – მაქსიმუმზე. საკუთარი კვების წყაროს მქონე მიკროფონი, რომელიც გამოიყენება კითხვების დასმისთვის, და აგრეთვე უზრუნველყოფს ჩაწერის მცირე „ახმაურებას“. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს საჭიროა ეფექტის შესაქმნელად. თუ სიგნალი არასაკმარისია, საჭიროა პორტატიული მიკროფონული გამაძლიერებელის გამოყენება.

ჩაწერის პროცედურა.  სტანდარტული პროგრამა Windows Media Player–ის მეშვეობით ჩართეთ „კონსერვების“ mp3-ფაილი და დააყენეთ ხმის ოპტიმალური დონე  (15–20% ჩვენს ექსპერიმენტებში). შეიძლება კარტის შიდა მიქშერის ხმის რეგულირებაც. სავარაუდოდ „კონსერვების“  ხმის სიმძლავრე უნდა იყოს ისეთი, რომ ჩაწერის დროს იგი ადიოდეს  ამპლიტუდის მაქსიმუმის (ისეთი სიგნალის ამპლიტუდა, რომელიც აღარ მატულობს და ზედა საზღვარს სცდება) დაახლოებით ¼ –ზე. „მეორე მხარეს“  ფონემების საჭირო სპექტრი რომ მივაწოდოთ, შეიძლება „კონსერვების“არა დასაწყისიდან, არამედ ნებისმიერი წერტილიდან ჩართვა. აუდიო ჩანაწერის ჩართვის შემდეგ გამოიძახეთ პროგრამა Cool Edit, და მარცხენა მაღლა კუთხეში   C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i00.jpg ღილაკზე დაწკაპუნებით გადადით მულტიტრეკ რეჟიმში. იმისთვის, რომ ვაწარმოოთ მონოფონური მრავალტრეკიანი ჩაწერა გადაფარვით, უნდა ჩაირთოს: ซOptions>Settings>Multitrackป მენიუ–ში Track Record ->16 bit mono, და ซEffectsป მენიუში ซSample Accurate Syncป.

შეარჩიეთ ტრეკის სასურველი ხანგრძლივობა (ოპტიმალური დრო: 20–40 წამი). დააწკაპუნეთ წითელ ღილაკს C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i01.jpg პირველი ტრეკის პირდაპირ  და ჩართეთ  ჩაწერა C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i02.jpg(ซRecordป). ჩაწერის დაწყების შემდეგ დასვით კითხვა მიკროფონში. იმისათვის, რომ „მეორე მხარეს“ პასუხის გასაცემად დრო დარჩეს, კითხვის ხანგრძლიობა 10 წამს არ უნდა აღემატებოდეს. ერთი ტრეკის ჩაწერის შემდეგ დააწკაპუნეთ „სტოპს“ C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i03.jpg ღილაკზე. გათიშეთ პირველი ტრეკის C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i04.jpg ღილაკი და ჩართეთ იგივე მეორეზე. შემდეგ ისევ ჩართეთ ჩაწერა  C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i05.jpg ღილაკით. თუ ყველაფერი სწორად განახორციელეთ, თქვენ უნდა მიიღოთ პირველ ტრეკზე ჩაწერილი სიგნალის მეორე ტრეკის ჩანაწერზე გადაფარვით მიღებული სიგნალი. პირველი და მეორე ტრეკის ხანგრძლივობა უნდა იყოს ერთი და იგივე. დასრულების შემდეგ დააწკაპუნეთ „სტოპ“ ღილაკზე.

მოცემული პროცედურა უნდა განმეორდეს 4 ჯერ. სიგნალის ოთხჯერად გადაფარვის შემდეგ ამპლიტუდა ხდება მაქსიმალური. შედეგი უნდა გამოიყურებოდეს ასე :

შენიშვნა 1თუ ტრეკების რაოდენობა ოთხისაგან განსხვავდება, საჭიროა „კონსერვების“ ხმის დონის შესაბამისად  შეცვლა.

შენიშვნა 2.  მიუხედავად  იმისა, რომ ავტორები ცდილობენ არ გადაუხვიონ გადმოცემის ელემენტარულ სტილს, მოცემული სტატია არ არის პროგრამა Cool Edit Pro  და Adobe Audition  ამომწურავი სახელმძღვანელო. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ მიმართოთ მენიუ Help- ან შესაბამის ლიტერატურას.

შენიშვნა 3გირჩევთ გათიშოთ თქვენი დინამიკები (ყურსაცვამი) ჩაწერვის პროცესის განმავლობაში.

მოსმენა და დამუშავება. რადგანაც სავარაუდოდ მეოთხე ტრეკზე თქვენი კითხვა გარჩევით აღარ ისმის, გირჩევთ ჯერ მოუსმინოთ პირველ ტრეკს, დროის სკალაზე მონიშნოთ კითხვის დასასრულის წერტილი. ეხფ პასუხი იქნება ჩაწერილი მეოთხე ტრეკზე. მაუსის მარცხენა ღილაკის ორმაგი დაწკაპუნებით ჩართეთ მეოთხე ტრეკი. პირველ ეტაპზე მოუსმინეთ დაუმუშავებელ ხმას, ხშირად პასუხი პირდაპირ მოსდევს დასმულ შეკითხვას და მკაფიოდ გამოირჩევა ფონისაგან. თუ დარწმუნდით, რომ აღმოაჩინეთ პასუხი, შეგიძლიათ მონიშნოთ ეს ფრაგმენტი მაუსის მეშვეობით და დაამუშავოთ ซNoise reductionป-ით (იხ. ქვემოთ). შეცდომას თუ დაუშვებთ, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უკან დაბრუნების C:\Documents and Settings\user\Desktop\multitrack_evp_files\t0119_i07.jpg ღილაკი.  თუ კი პასუხი მართლაც მიღებულია, შეგიძლიათ ის გადაიყვანოთ ახალ ფაილში (Edit>Copy to New) და შეინახოთ (File>Save As).

ტრეკის საწყისი ვარიანტის გაანალიზების შემდეგ იწყება მისი მეორადი დამუშავების ეტაპი. ეს გვაძლევს საშუალებას გამოვკვეთოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი მოსმენისას არ ისმის.  ამისთვის გამოიყენება Effects>Noise Reduction ფუნქცია. ქვემოთ მოყვანილია პარამეტრების ორი ვარიანტი, სცადეთ და აირჩიეთ უფრო ეფექტური. იმის შემდეგ, რაც სურათზე ნაჩვენებ პარამეტრებს დააყენებთ, მონიშნეთ მთელი ტრეკი და დააწკაპუნეთ Get Profile from Selection და OK. მის შემდეგ, რაც პროგრამა დაამუშვებს ჩანაწერს, მოუსმინეთ მას კიდევ ერთხელ.

1 ვარიანტი

2 ვარიანტი.

 

შენიშვნა 4.  ტრეკის Noise Reduction ფუნქციით დამუშვავებამდე შეგიძლიათ მოხსნათ 4 კჰც-ზე მაღალი სიხშირეები FFT ფილტრის ან გრაფიკული ეკვალაიზერის (მენიუ ซFiltersป) მეშვეობით.

შესაძლო განმარტება.  ამ მეთოდის ყველაზე „გულუბრყვილო“ ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ქვეცნობიერება „იჭერს“ მეტყველების ცალკეულ ფრაგმენტებს და ახორციელებს მათ ინტერპრეტაციას. უნდა ვაღიაროთ, რომ  ხანდახან ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ გინდათ „გაიგოთ“ ჩანაწერის ყოველი წამის მნიშვნელობა. თუმცა ასეულობით ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ ასეთი ახსნა არ არის უნივერსალური, ვინაიდან:

1. რეალური პასუხი (ხშირად ის წარმოადგენს ცალკეულ სიტყვას ან წინადადებას – კომენტარს ან პასუხს დასმულ შეკითხვაზე) საკმაოდ მკაფიოდ გამოიყოფა ფონური სიგნალისაგან. ის შეიძლება გაიფილტროს და ექსპერიმენტატორის მიერ შეთანხმებულად იდენტიფიცირდებოდეს.

2. შეინიშნება მიღებული პასუხების რაოდენობის დამოკიდებულება ოპერატორის მდგომარეობასა და განწყობაზე. გარკვეულ პირობებში (უხეიროდ ამორჩეული დრო, ოპერატორის დაღლილობა) პასუხები თითქმის არ არის ან საერთოდ არ არის, რაც აღინიშნება გარეშე დამკვირვლელების მიერ.

3. საბოლოოდ, გარკვეული პირობების დარღვევისას ეფექტი ხდება ძალზედ სადა ან საერთოდ იკარგება.

ამრიგად, განვიხილოთ სხვა შესაძლო ახსნები:

1. მიკროფონის მიერ სიგნალზე ზემოქმედება, რომელიც ისეა შერჩეული, რომ „სტოქასტიკური“ ფონემური მასალის ჩაწერისას გააძლიეროს ან ჩაახშოს ცალკეული ფონემები.

2. ანალოგიური .1 ზემოქმედება აუდიო კარტაზე.

3. ანალოგური სიგნალის აუდიო კარტაში დისკრეტიზაციის (დიგიტალიზაციის) პროცესში შეცდომა, მისი დაგროვება თანმიმდევრული გადაწერისას კარტის შიდა მიქშერის მეშვეობით.

4. კომპიუტერულ პროცესორზე ზემოქმედება სიგნალის დამუშავებისას (ლაპარაკია ბოლო ეტაპზე– ფუნქცია Noise Reduction–ის გამოყენებაზე).

აქ შეგვიძლია გავატაროთ პარალელი  კლაუს შრაიბერის ვიდეომეთოდთან, რომელიც თანმიმდევრული იტერაციების (გამოსახულების ეკრანიდან ფირზე მრავალჯერადი გადატანის) მეშვეობით აღწევდა თავის პარანორმალური გამოსახულებების სრულ გამომჟღავნებას (იხ.[1])

შედარება სტეფან ბიონის EVP Maker პროგრამასთან ([2]).

როგორც სტეფან ბიონის პროგრამაში, ჩვენთანაც  პასუხების წარმოქმნისთვის საწყის მასალათ გამოიყენება კვაზიშემთხვევითი მეტყველების ფაქტორი, მაგრამ EVP Makera– განსხვავებით, სიგნალის ფორმირება ატარებს არა დისკრეტულ, არამედ უწყვეტ ხასიათს, და ამის გარდა, ჩვენ მეთოდში ადგილი აქვს სავსებით გარკვეულ ცალკეულ EVP-  წარმოქმნას, რომელიც გამოირჩევა საერთო  ფონზე და სავსებით გამოსადეგია ფილტრაციისათვის.

მეთოდის უპირატესობები:

1. არ არის დამოკიდებული რადიოეთერსა და მასში არსებულ ხარვეზებზე, ფსიქოტრონის და რადიომეთოდისაგან განსხვავებით.

2. „შემთხვევითი რადიოტრანსლაციის“ არგუმენტის გამორიცხვა (სიგნალი არ გადაეცემა ეთერით, საერთოდ არ სცილდება აუდიო კარტას).

3. პასუხების დიდი სიხშირე და გააზრებულობა.

4. მეთოდის ფართო ხელმისაწვდომლობა და მისი ეფექტურობა (მკაფიო, გააზრებული პასუხები მიიღება თითქმის ყოველ სეანსზე).

მეთოდის ნაკლები:

1. ზოგიერთ შემთხვევაში გაგებულის სუბიექტური ინტერპრეტაციის  შესაძლებლობა.

2. ფონის მსგავსი მახასიათებლების მქონე სასარგებლო (ტრანსკომუნიკაციური) სიგნალის მიღების შემთხვევაში მისი ფონისაგან გარჩევის სირთულე.

3. მეთოდის სირთულე ექსპერიმენტატორებისთვის, რომლებიც არ იცნობენ გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

დამატებითი ფაქტორები.

ისეთი კლასიკური დამატებითი ფაქტორები, როგორიც არის კრისტალი, კვარცი, რიტმულად მოციმციმე ფლუორესცენციული ლამპა (მეტრონომი) ექსპერიმენტის პროცესში ახდენენ პოზიტიურ გავლენას ეხფ– წარმოშობის პროცესზე, მაგრამ არ არიან აუცილებელი.

შიდა მიქშერში გადაწერის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ FM ტრანსივერის (რომელიც აწარმოებს თავისუფალ სიხშირეზე „კონსერვების“ ტრანსლაციას) და იგივე რადიოსიხშირეზე მომუშავე მიმღების კომბინაცია. რადიომიმღები მიერთებული უნდა იყოს კომპიუტერის აუდიო კარტაზე.

პარალელები.  ეხფ–ის აღმოჩენის მოვლენა კომპიუტერში გარე მიკროფონის სიგნალის გარეშე აგრეთვე იყო აღმოჩენილი ბრაზიული მკვლევარის, სონია რინალდის მიერ ([3]).

ბმულები.

1. ხილდეგარდ  შეფერი, „ხიდი სამყაროებ შორის“  გამომცემლობა „ნევის პერსპექტივა“  სანქტ–პეტერბურგი, 2005.

2. http://stefanbion.de/evpmaker/index.htm

3. IPATI Bulletin น 23. http://www.rait.airclima.ru/audio/phonemesynthesis/Boletim23.pps